23 იანვარი 2022,   06:33
ვრცლად
გიორგი და გრიგოლ ვაშაძეები ერთიანდებიან - "კურიერის" ინფორმაციით, ახალი პლატფორმის "მესამე ძალა" პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

გიორგი და გრიგოლ ვაშაძეები ერთიანდებიან. "სტრატეგია აღმაშენებელში" ადასტურებენ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერი და დღეს უკვე დამოუკიდებელი კანდიდატი, გიორგი ვაშაძის გუნდს უერთდება.

"კურიერის" ინფორმაციით, ხვალ გაიმართება ახალი პლატფორმის პრეზენტაცია. "მესამე ძალა" გააერთიანებს როგორც სტრატეგია აღმაშენებელს, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და ცალკეულ ინდივიდებს, მათ შორის იქნება გრიგოლ ვაშაძე.

კანდიდატების წარდგენა პირველ სექტემბერს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე პირველი ნომრით წარდგება. 

დღის ამბები