23 იანვარი 2022,   07:23
ვრცლად
თალიბანმა ცნობილი ავღანელი მომღერალი სახლიდან გამოიყვანა და ოჯახის თვალწინ ჩაცხრილა

ათასობით შეიარაღებული პირი ქაბულის ქუჩებში, ახალი დირექტივები და მითითებები, რომელსაც რადიკალური დაჯგუფება ქვეყანაში ეტაპობრივად აკანონებს. ამიერიდან, ბანკები კლიენტებს კვირაში მხოლოდ 200 დოლარის გამოყენების უფლებას მისცემენ. ოფიციალურ მიზეზად ფინანსური კრიზისი სახელდება, რეალურად კი "თალიბანი" ავღანელების გადინების შეჩერებას ცდილობს. უკვე რამდენიმე დღეა, შეფერხებით მუშაობენ მაღაზიები.

შიში საფუძვლიანია, ვინაიდან ისლამური სახელმწიფოს პოზიციების დაბომბვის შემდეგ, ვაშინგტონი ქაბულში თავდასხმას ნებისმიერ მომენტში ელოდება. გვიან ღამით ამერიკული დრონების წერტილოვანი დარტყმის შედეგად პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს ტერორისტული ორგანიზაციის ორი ლიდერი დაიღუპა, დაშავდა ერთი. ეს იყო ჯო ბაიდენის პასუხი ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტზე, რომელმაც 170 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის იყო 13 ამერიკელი სამხედრო.

შტატების ოპერაციას აკრიტიკებს "თალიბანი". რადიკალური დაჯგუფების წევრებმა განაცხადეს, რომ ეს იყო თავდასხმა ავღანეთის ტერიტორიაზე. თუმცა, ამის მიუხედავად მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს არ გაწყვიტონ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები. ეს იმ ფონზე, როცა თალიბანის ლიდერები ორ კვირაში ახალი მთავრობის წარდგენას გეგმავენ.

შიში "თალიბანის" მიერ დამყარებული ახალი წესრიგის შემადგენელ ნაწილად იქცა. რადიკალური ორგანიზაციის წევრებმა ცნობილი ავღანელი მომღერალი, სახლიდან გამოიყვანეს და ოჯახის თვალწინ ჩაცხრილეს. მიზეზი - მის სიმღერებში "თალიბანისთვის" მიუღებელი მესიჯებია.

კიდევ ერთი სიახლე განათლების სისტემის რეფორმებს უკავშირდება. კერძოდ, ავღანეთის უნივერსიტეტებში ბიჭები და გოგოები ერთად აღარ ისწავლიან და განათლების მიღებას ერთმანეთისგან იზოლირებულად გააგრძელებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები