23 იანვარი 2022,   07:43
ვრცლად
გამოაქვეყნონ ზუსტი ინფორმაცია, ვინ სად მკურნალობს, ვის აქვს სიცხე - გოგი წულაია პატიმრების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციიის გამოქვეყნებას ითხოვს

პარტია "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი ციხეებში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება. გოგი წულაიამ განცხადება ქუთაისის ციხესთან გააკეთა. წულაია ამნისტიის გამოცხადებას ითხოვს, რათა მსუბუქი დანაშაულის მქონე პატიმრები გათავისუფლდნენ და ციხეებში მდგომარეობა შემსუბუქდეს.

"ყველა მშობელს მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია, ვინ სად არის, ვინ სად მკურნალობს, ვის აქვს სიცხე, ვინ არის მძიმე მდგომარეობაში და ვინ - არა, ვინ სადაა გადაყვანილი და გამოაქვეყნონ ზუსტი ინფორმაცია. მეორე რიგში, დაიწყონ უდოს (ვადამდელი გათავისუფლების) შეხება ყველა იმ ადამიანზე, ვისაც ეხება და ვისზეც ალბათობა დიდია, რომ ციხის დატოვების შემდეგ არ ჩაიდენს განმეორებით დანაშაულს,"- განაცხადა გოგი წულაიამ. 

დღის ამბები