18 იანვარი 2022,   03:11
ვრცლად
საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კორტების ტერიტორიის განვითარების სტრატეგია წარადგინა

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კორტების ტერიტორიის განვითარების სტრატეგია წარადგინა. ვატო შაქარაშვილი სთავაზობს მერიას, გამოაცხადოს ღია კონკურსი და ბიზნესს, რომელიც ქალაქისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საუკეთესო სპორტული რეკრეაციული მშენებლობის პროექტს შესთავაზებს , გადაეცეს მიწა შეზღუდული ფუნქციითა და სიმბოლური ფასად.

შაქარიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სპორტული კომპლექსი უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, მრავალშვილიან და სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს კი მუნიციპალური ბიუჯეტით უნდა დაუფინანსდეთ ვაუჩერები ან აბონიმენტები.

მისი თქმით, იმისათვის, რომ საბურთალო გახდეს ჯანსაღი უბანი, ამ ადგილას ახალი სპორტული რეკრეაციული სივრცის მოწყობა იქნება რეალური ნაბიჯი აღნიშნული ტერიტორია ნაციონალური მოძრაობის დროს გასხვისდა და კორტების ნაცვლად ადგილობრივი მოსახლეობის ნების გაუთვალისწინებლად იგეგმებოდა მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა.

დღის ამბები