22 იანვარი 2022,   07:25
ვრცლად
"ოპოზიცია არეულობისთვის არ ემზადება, 3 ოქტომბერს გადმოვიბარებთ ხელისუფლებას" - რას პასუხობენ მმართველ გუნდს ოპონენტები

არჩევნებამდე დაახლოებით 1 თვე რჩება - პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან.

ოპოზიციის ნაწილი წინასაარჩევნო კამპანიაში არათანაბარ პირობებზე საუბრობს და მმართველი გუნდის დღევანდელ ბრალდებებს პასუხობს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მათ არ აქვთ ის რესურსი, რაც მმართველ პარტიას, შესაბამისად ეს მათ წინასაარჩევნოდ არათანაბარ პირობებში აყენებთ.

"ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანას მიხედონ, სხედან და აკრიტიკებენ ოპოზიციას, იყენებენ საზოგადოებაში ძალადობის და დაპირისპირების ტირაჟირებას. მათი ლექსიკონი, ტერმინოლოგია, ქცევა - ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ მართვის ბერკეტად დარჩათ საზოგადოების დაყოფა და პოლარიზაციის ხარჯზე საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება," - განაცხადა პარტია "დროას" წევრმა, ბათუ ქუთელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნონა მამულაშვილის თქმით, საზოგადოება აღარ ყიდულობს იმ ტყუილს, რასაც მისი შეფასებით, მმართველი გუნდი ბოლო 8 წელია ცდილობს მიყიდოს.

"ქართულმა ოცნებამ" ბიზნესმენებს აახია ფული და ამ "ახეული" ფულით გააკრა დღეს ბილბორდები. ოპოზიცია ნამდვილად არ ემზადება არეულობისთვის, ოპოზიცია ემზადება არჩევნებისთვის, ხოლო 3 ოქტომბერს პაპუაშვილს, თუ აინტერესებს, ოპოზიცია გადმოიბარებს ხელისუფლებას კანონიერად," - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძე.

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით კი, "​ქართული ოცნება" განსაკუთრებულ საარჩევნო კამპანიას არ ატარებს, უბრალოდ მმართველ ძალას ბევრად უფრო მეტი ფინანსური რესურსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას.

დღის ამბები