18 იანვარი 2022,   02:26
ვრცლად
გიორგი ჩახუნაშვილი და ვილი პაჭკორია - ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას პარტია "დროას" ახალი წევრები წარუდგინა

პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას გუნდის ახალი წევრები წარუდგინა და მათთან ერთად ქვეყანაში არსებულ კოვიდვითარებაზე ბრიფინგი გამართა.

პარტიაში, გიორგი ჩახუნაშვილი და ვილი პაჭკორია კოვიდმიმართულებით იმუშავებენ.

როგორც გუნდის ახალი წევრები აცხადებენ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშეა, რაზეც პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

"ამ უმძიმეს ვითარებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი არის ჩვენი მოქალაქეების, პროფესიონალების, ადამიანების, ინდივიდების, პიროვნებების აქტიურობა, ინიციატივის აღება, და წვლილის შეტანა ამ ქვეყნის გადარჩენაში. სწორედ ასეთი ადამიანები მინდა წარმოგიდგინოთ, რომლებიც დღეს შემოუერთდნენ "დროას" და რომლებიც იმუშავებენ, მათ სორის კოვიდვითარებასთან გამკვლავების საკითხებზე,"- ამბობს პარტიის "დროა" თავმჯდომარე, გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოპოზიციიდან

პარტიის "დროას" წევრის, ვილი პოჭკორიას განმარტებით, ეპიდემიოლოგიური სამსახური იმართება პოლიტიკური შეხედულებებისამებრ, ხოლო ეპიდემიოლოგები, პოლიტიკოსების მხრიდან.

"ეპიდემიის მართვა არ უნდა იყოს პოლიტიზირებული და საერთოდ ეპიდემიოლოგიური სამსახური, უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკას და უნდა გახდეს დამოუკიდებელი.

სამწუხაროდ დღეს საქართველოში, ეპიდემიოლოგიური სამსახური იმართება პოლიტიკური შეხედულებებისამებრ, ხოლო ეპიდემიოლოგებს, სამწუხაროდ მართავენ პოლიტიკოსები, რაც ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია,"- ამბობს პარტიის "დროას"ახალი წევრი ვილი პაჭკორია.

მათივე განმარტებით, ქვეყანაში პანდემიის პირობებში 70 გარდაცვლილი, ხელისუფლების უმოქმედობის ბრალია და საჭიროა რომ მედიკოსები გაერთიანდნენ აღნიშნული პრობლემის გარშემო.

დღის ამბები