17 იანვარი 2022,   10:50
ვრცლად
"თუ მძლავრი ეკონომიკა გვაქვს რატომ ვმათხოვრობთ"- ოპოზიციის განცხადებით, მთავრობის განმარტება საგარეო ვალის შემცირებაზე სიცრუეა

საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე და დამატებით სესხზე უარს ამბობს. ამის მიზეზად მმართველ გუნდში საგარეო ვალის შემცირება სახელდება.

მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უართან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები კეთდება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს საქართველოს მომავალი წაართვას. 

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ამბობს, რომ ქვეყანა დახმარებას, რომ ვერ იღებს ეს სანქციის ერთ-ერთი ფორმაა. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - "გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განმარტებით, "ქართული ოცნება" ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ საგარეო ვალი არ სჭირდება.

"ქართულ ოცნებას" უთხრეს, რომ თუ წესიერად არ მოიქცევიან საქართველო დახმარებას ვერ მიიღებს და გადაწყვიტეს, რომ არ მოიქცნენ კარგად. ახლა ადამიანებს ეუბნებიან, რომ ჩვენ ისეთი მაგრები ვართ არავის დახმარება არ გვჭირდებაო,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

პარტია ტრიბუნას თავჯდომარე დავით ჭიჭინაძე კი აცხადებს, რომ საქართველოს მძლავრი ეკონომიკა არ გააჩნია. 

"თუ ასეთი მძლავრი ეკონომიკა გვაქვს რატომ ვმათხოვრობთ ყოველ წელს? ეს არის ის კითხვა, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" გვაქვს. დღეს ეს ორი ადამიანი ცდილობს ქვეყანას წაართვას მომავალი,"- აცხადებს ჭიჭინაძე. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საგარეო ვალი გრანტი არ არის და გადახდა სჭირდება, შესაბამისად თუ გადაუდებელი საჭიროება არ იქნება საგარეო ვალის დამატებას ხელისუფლება არ აპირებს. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. 

"სესხი არ არის გრანტი, სესხს სჭირდება გადახდა, შესაბამისად, თუ საჭიროება არ არის ასეთი სესხი არ უნდა აიღო,"- აცხადებს მაჭარაშვილი. 

დღის ამბები