08 დეკემბერი 2021,   20:22
ვრცლად
ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრა დღეს გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს თეთრ სახლში ჯო ბაიდენს შეხვდება, მანამდე კი ის უკვე იმყოფებოდა პენტაგონში, სადაც შტატებისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის სფეროში პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თავდაცვის სფეროში უკრაინისა და შტატების თანამშრომლობაში ახალი ეტაპი დაიწყო. გარდა ამისა ორი მემორანდუმი გაფორმდა ენერგეტიკის სფეროშიც.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ვაშინგტონი კიევს 60 მილიონის სამხედრო დოლარის დახმარებას გამოუყოფს.

დღის ამბები