20 იანვარი 2022,   02:05
ვრცლად
ვიოლა კრამონის თქმით, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები

"სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერზე" წერს.

ევროპარლამენტარი დახმარების მიღების ერთ-ერთ პირობად სასამართლოს რეფორმას ასახელებს და აცხადებს, რომ საქართველო ვერ იტყვის უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა. 

"სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო რეფორმა და ა.შ. ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ," - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

დღის ამბები