30 ნოემბერი 2021,   10:42
ვრცლად
ავღანეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დროშებგადაფარებული კუბოები გამოიტანეს

ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გასვლას ზეიმობენ თალიბანის მხარდამჭერები. ერთ-ერთ ქალაქში, ხოსტში იმიტირებული პანაშვიდიც მოეწყო და ქუჩაში შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დროშებგადაფარებული კუბოები გამოიტანეს.

ავღანეთში მისიის დასრულების შესახებ სატელევიზიო მიმართვა ჰქონდა ჯო ბაიდენს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ადამიანების გაყვანა თალიბანის მიერ ქაბულის აეროპორტის გახსნისთანავე გაგრძელდება.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ აეროპორტის მოქალაქეებისთვის გასახსნელად თურქეთთან და ყატართან თანამშრომლობენ. ავღანეთში მოსალოდნელი ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ განცხადება გაავრცელა გაეროს გენერალურმა მდივანმა და ქვეყნებს ავღანელების დახმარებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები