20 იანვარი 2022,   03:41
ვრცლად
თბილისიდან ბათუმში ჩასვლა, დაახლოებით, 3 საათში იქნება შესაძლებელი - პრემიერი რიკოთზე ახალი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები პროცესს გაეცნო

რიკოთზე ახალი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროცესს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან ერთად გაეცნო.

პრემიერმა მაგისტრალის მშენებლობას საუკუნის პროექტი უწოდა.

"ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი. ასეთი პროექტი არ განხორციელებულა ჩვენს ქვეყანაში და შეიძლება ითქვას, რომ მთელს ევროპაში გამოირჩევა. ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ თბილისიდან ბათუმში დაახლოებით 3 საათში ჩასვლა ამ პროექტის დასრულების შემდეგ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები