20 იანვარი 2022,   02:12
ვრცლად
სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ან წასვლის იძულების 15 ფაქტი გამოვლინდა - ISFED-ის ანგარიში

სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ან წასვლის იძულების 15 ფაქტი გამოვლინდა - ანგარიშს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" აქვეყნებს. 

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 11 ფაქტი, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13, სოციალური ქსელით აგიტაციის - 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 4, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 8 ფაქტი გამოვლინდა.

ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში დაკომპლექტდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.

"მონიტორინგის პერიოდში ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ რამდენიმე მიმართულებაზე. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი მუშაობა, დაკომპლექტება, მეორე ეს არის მედიაგარემო და მესამე - პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებული საარჩევნო კამპანია. პირველი, ყველაზე მასშტაბური ადგილი ჰქონდა სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებებს. 15 ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ, სამართლიანი არჩევნები, ვეხმარებით ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იქნენ გათავისუფლებული. ასევე, ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებს,“ - აცხადებს ნინო დოლიძე.

დღის ამბები