08 დეკემბერი 2021,   11:41
ვრცლად
რა არის მთავარი გზავნილები ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ ქვეყნებისთვის - აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგა თეთრ სახლში მიიღო

აშშ-სა ​და უკრაინას შორის ურთიერთობა ამაზე მყარი არასდროს ყოფილა - ასეთია თეთრი სახლის პირველი განცხადება უკრაინის და შტატების პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ.

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვდა. პრეზიდენტის რანგში ეს ზელენკის პირველი ოფიციალური ვიზიტია თეთრ სახლში.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები იყო მთავარი თემა, რაზეც პრეზიდენტებმა ისაუბრეს. ბაიდენმა და ზელენსკიმ ასევე განიხილეს NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხიც.

მოლაპარაკებების პერიოდში ბაიდენს და ზელენსკის ჟურნალისტებთან არ უსაუბრიათ. არ ყოფილა ერთობლივი პრესკონფერენცია.

"შეერთებულ შტატებსა და უკრაინას აქვთ მსგავსი ღირებულებების სისტემა და პირობის შესრულებისადმი ერთგულება. შეერთებული შტატები ერთგული რჩება უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული აგრესიის წინაშე. ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ როგორ შეუძლია შტატებს დაგიჭიროთ მხარი დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგში და ევროინტეგრაციაში.

სალაპარაკო მართლაც ბევრი გვაქვს, მახსოვს წლების წინ მქონდა რადაში საუბრის შესაძლებლობა და ველი, რომ ერთ დღეს იქ დავბრუნდები და შეგხვდებით," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ზელენსკის განცხადებით, განხილვის თემა ასევე იყო ბაიდენის და აშშ-ის მთავრობის ხედვები უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსებზე.

დღის ამბები