08 დეკემბერი 2021,   11:11
ვრცლად
ბერძენი კომპოზიტორი, ცნობილი ცეკვის "სირტაკის" ავტორი, მიკის თეოდორაკისი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

96 წლის ასაკში ბერძენი კომპოზიტორი, მიკის თეოდორაკისი გარდაიცვალა. ამის შესახებ საბერძნეთის მედია იტყობინება. კომპოზიტორს მსოფლიო აღიარება მისმა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ნამუშევარმა, მუსიკამ ფილმისთვის "ბერძენი ზორბა" მოუტანა.

ის იყო ცეკვა "სირტაკის" მუსიკის ავტორი. მუსიკას მსოფლიოში აღიქვამდნენ, როგორც ბერძნულ ეროვნულ ცეკვას.

თეოდორაკისი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ასევე 1960-70-იან წლების საბერძნეთში ულტრამემარჯენე რეჟიმის წინააღმდეგობის მოძრაობებში, არაერთხელ იმყოფებოდა საპატიმროებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში, რამდენიმე წელი გაატარა ემიგრაციაში საფრანგეთში.

1964 წელს, როგორც ერთიანი მემარცხენე დემოკრატიული პარტიის წევრი, საბერძნეთის პარლამენტში მოხვდა.

დღის ამბები