08 დეკემბერი 2021,   11:21
ვრცლად
დასაჯეს თუ არა თალიბებმა ადამიანი ამერიკელებთან თანამშრომლობისთვის - სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ საერთაშორისო მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები გააჩინა

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დაფრინავს ვერტმფრენი შენობის თავზე, რომელზეც თოკით ადამიანია ჩამოკიდებული. ვიდეორგოლს აქვს წარწერა, რომ ვერტმფრენი Blackhawk "თალიბანის" ბოევიკებს ეკუთვნის. ერთ-ერთი ვერსიით, თალიბანის წევრებმა, სავარაუდოდ თოკზე ამერიკელი თარჯიმანი ჩამოახრჩვეს. 

ერთ-ერთი ჟურნალისტი, ვინც ამ ვერსიაზე წერს, ინდური ტელეკომპანია Zee News-ის მთავარი რედაქტორი სუდჰირ ჩაუდჰარია

თუმცა როგორც CNN წერს, ავღანელი ჟურნალისტი ბილალ სარვარი, რომელმაც ქვეყანა ევაკუაციის დროს დატოვა, აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და საკუთარ ვერსიას ჰყვება. როგორც ავღანელმა ჟურნალისტმა "ტვიტერში" დაწერა, ის ესაუბრა ამ კონკრეტული ვერტმფრენის მფრინავს, რომელთანაც მრავალი წლის ნაცნობობა აკავშირებს და ადამიანი, რომელიც ვერტმფრენზე თოკით არის დაკიდებული, თალიბანის წევრია, რომელიც შენობაზე დროშის ჩამოკიდებას ცდილობს. 

ასევე, როგორც რამდენიმე საერთშორისო და ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ვიდეო "ტვიტერის" პროთალიბურ ექაუნთზე განთავსდა წარწერით იმის შესახებ, რომ ვერტმფრენები ყანდაღარში პატრულირებენ. ამ ვერსიის დასადასტურებლად კი აცხადებენ, რომ სხვადასხვა რაკურსით ვიდეოზე ჩანს, როგორ მოძრაობს თოკზე დაკიდებული ადამიანი და თოკი მას ყელზე არ აქვს მოჭერილი. 

დღის ამბები