08 დეკემბერი 2021,   20:40
ვრცლად
ევროკავშირი სამხრეთ აფრიკაში დამზადებულ ვაქცინებს უკან აბრუნებს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 220 მილიონს უახლოვდება.

მონაცემების მატების გამო, შეზღუდვებს აწესებს ბულგარეთი, სადაც 7 სექტემბრიდან რესტორნები და ბარები ღამის 10 საათზე დაიხურება, სპორტული ღონისძიებები კი მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

ევროკავშირი შეთანხმდა, რომ სამხრეთ აფრიკაში დამზადებული ვაქცინები უკან დააბრუნოს, გარდა ამისა ჯონსონის ვაქცინები, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში მზადდება ევროკავშირში ექსპორტზე აღარ გავა.

გადაწყვეტილება აფრიკის კონტინენტზე ვაქცინების მიწოდების დეფიციტს უკავშირდება.

დღის ამბები