08 დეკემბერი 2021,   19:58
ვრცლად
სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად ხავიერ კოლომინა დაინიშნა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ში ესპანეთის მისია ავრცელებს.

ხავიერ კოლომინა ასევე იქნება NATO-ს ​გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში. მან ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 2010 წლიდან ეკავა. 

დღის ამბები