30 ნოემბერი 2021,   09:39
ვრცლად
დაიკავა, თუ არა "თალიბანმა" პანჯშირის პროვინცია - "წინააღმდეგობის მოძრაობა" ფაქტს უარყოფს

"თალიბანმა" ქაბულის ჩრდილოეთით არსებული პანჯშირის პროვინციის დაკავება შეძლო - ინფორმაციას თალიბანის მებრძოლები ავრცელებენ. დაჯგუფების წევრები პროვინციის აღებას მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ.

"თალიბანის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად , "წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ პროვინციას ისევ მისი მებრძოლები აკონტროლებენ. 

"ეჭვგარეშეა, რომ რთულ სიტუაციაში ვართ. "თალიბანი" მოკავშირე "ალქაიდასთან" ერთად შემოიჭრა. ტერიტორია შევინარჩუნეთ და წინააღმდეგობის გაწევა შევძელით. ბრძოლა გრძელდება. მე აქ ვარ ჩემი მიწისთვის და ვიცავ მის ღირსებას. ინფორმაცია იმის შესახებ რომ დამჭრეს ან გავიქეცი, სიცრუეა,"- აცხადებს "წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ამრულა სალეჰი.

ამასობაში, ყატარი "თალიბებთან" ავღანეთში საჭირო დახმარების შესატანად ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე მუშაობს. "თალიბანთან" სხვადასხვა საკითხზე თანამშრომლობისთვის მზად არის ამერიკის შეერთებული შტატები.

დღის ამბები