08 დეკემბერი 2021,   19:20
ვრცლად
ადამიანებს სჭირდებათ ვაქცინის მე-3 დოზის მიღება - რას ამბობს ენტონი ​ფაუჩი "ბუსტერის" საჭიროებაზე

220 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 4 ნახევარ მილიონზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში ინფექციის გავრცელების ბოლო მონაცემები. ვირუსის სწრაფად გავრცელება კვლავ "დელტა" შტამს უკავშირდება, რის გამოც სახელმწიფოები ვაქცინაციის დაჩქარებას ცდილობენ. აცრა სავალდებულო გახდება იტალიაში.

საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს თურქეთიც, სადაც ინფიცირებისა და გარდაცვალების 80% არავაქცინირებულ ადამიანებზე მოდის. მომდევნო კვირიდან შეერთებული შტატები მოსახლეობას "ბუსტერ" დოზით აცრას შესთავაზებს.

შეერთებულ შტატებში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ შტატებში ფიქსირდება, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.

"ნათელია, "ბუსტერ" დოზები იმუნურ სისტემას აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაუმკლავდეს ვირუსს. ადამიანებს სჭირდებათ ვაქცინის მესამე დოზის მიღება რათა ისინი სრულად იყვნენ დაცულები კორონავირუსისგან. აცრა ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია პანდემიის დასაძლევად," - აცხადებს აშშ -ის ალერგიისა და ინფექციური დაავდების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი

დღის ამბები