30 ნოემბერი 2021,   11:00
ვრცლად
მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი 221 მილიონს უახლოვდება - რა შეზღუდვების ამოქმედება უწევთ ქვეყნებს

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი 221 მილიონს უახლოვდება, გარდაცვალების რაოდენობა კი 4 მილიონს აჭარბებს. სახელმწიფოების ნაწილი იძულებულია ახალი შეზღუდვები დააწესოს.

კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო გადაადგილების შეზღუდვა 10 სექტემბრამდე გახანგრძლივდა საბერძნეთში. კრეტასა და პელოპონესის რეგიონებში მოსახლეობას სახლიდან გასვლა ღამის 1 საათიდან დილის 6 საათამდე ეკრძალება. კონკრეტულ სფეროებში დასაქმებული პირები კი ვალდებული არიან აიცრან ან კვირაში ერთხელ სამსახურში კორონავირუსის უარყოფით ტესტის პასუხი წარადგინონ. ე.წ მწვანე ბარათების წარდგენა 13 სექტემბრიდან სავალდებულო გახდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც.

ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება ავსტრალიაში, სადაც რამდენიმე ქალაქში ლოკდაუნი უკვე დაწესებულია. სიდნეისა და ახალ უელსში საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. შეზღუდვები ძალაში სულ მცირე სექტემბრის ბოლომდე დარჩება. 

შეერთებული შტატები მოქალაქეებს "ბუსტერ" დოზებს შესთავაზებს, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ შტატებშია, სადაც მოსახლეობის შედარებით მცირე რაოდენობაა აცრილი.

ვითარება მძიმდება თურქეთშიც, სადაც ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების 90% პროცენტი სწორედ აუცრელ მოქალაქეებზე მოდის. 

დღის ამბები