08 დეკემბერი 2021,   19:36
ვრცლად
ირანი მზად არის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გააგრძელოს, მაგრამ არა დასავლეთის ზეწოლის ქვეშ - ქვეყნის პრეზიდენტი

ირანი მზად არის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გააგრძელოს, მაგრამ არა დასავლეთის ზეწოლის ქვეშ - განცხადებას ქვეყნის პრეზიდენტი ავრცელებს.

როგორც ებრაჰიმ რაისი ამბობს, მოლაპარაკებები ქვეყნის დღის წესრიგში დგას, სანაცვლოდ კი სანქციების გაუქმებას მოითხოვს.

პარალელურად დასავლეთი შეშფოთებას გამოთქვამს ირანში ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით. გაეროს ბირთვული კონტროლის სააგენტოს ცნობით, ირანს 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის წარმოება შეუძლია.

დღის ამბები