08 დეკემბერი 2021,   19:44
ვრცლად
"თალიბანმა" ავღანეთის მთელს ტერიტორიაზე ჰაერში სროლა აკრძალა

თალიბებმა ავღანეთში ჰაერში სროლა აკრძალეს - თალიბანმა აღნიშნული აკრძალვა ავღანეთის მთლიან ტერიტორიაზე გამოაცხადა.

აღნიშნული აკრძალვა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უწესრიგო სროლის შედეგად გარდაიცვალა და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი. სროლა მას შემდეგ განხორციელდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია პროვინცია პანჯშერის აღების შესახებ.

სამხედრო პირებს ნაბრძანები აქვთ დააკავონ და განაიარაღონ ის პირები, რომლებიც ჰაერში სროლას განახორციელებენ.

დღის ამბები