30 ნოემბერი 2021,   10:09
ვრცლად
ავსტრალიაში სერფერი სავარაუდოდ ზვიგენისგან მიყენებული ტრავმის შედეგად დაიღუპა

ავსტრალიაში სერფერი სავარაუდოდ ზვიგენისგან მიყენებული ტრავმის შედეგად დაიღუპა. როგორც ცნობილია, სერფერი 20 წლის იყო და ის სავარაუდოდ ზვიგენმა მკლავის არეში დაკბინა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა და 2 ვერტმფრენი იყო მობილიზებული. მცდელობის მიუხედავად ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა სიდნეისთან 500 კილომეტრის დაშორებით მოხდა. სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპირო მომდევნო 48 საათის განმავლობაში დაკეტეს.

დღის ამბები