30 ნოემბერი 2021,   10:10
ვრცლად
მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა - ჯანმოს ექსპერტი

მსოფლიო კორონავირუსის დაავადების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა, თუმცა, სხვადასხვა რეგიონში ვითარება განსხვავებულია. ამის შესახებ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, მარია კერხოვემ განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, ასევე საკმარისი ვაქცინა იმისთვის, რომ ის გამოვიყენოთ მთელს მსოფლიოში. ჩვენ მივაღწიეთ პლატოს. თუმცა, ეს პლატო მაღალ დონეზეა. ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად ვლინდება დაინფიცირების 4.5 მილიონი შემთხვევა და 72 ათასი გარდაცვალების ფაქტი. თუმცა, სხვადასხვა რეგიონში შეიმჩნევა განსხვავებული ვითარება," - აცხადებს მარია ვან კერხოვე

ბრიტანეთში ვირუსის 37 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კვლავ მზარდია შემთხვევების საერთო რიცხვი შეერთებულ შტატებში, ქვეყანას ორი დოზით მოსახლეობის 64 პროცენტზე მეტი ჰყავს აცრილი. იტალიაში კი მოქალაქეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებენ.

დღის ამბები