08 დეკემბერი 2021,   20:33
ვრცლად
ციხეში გაჩენილ ხანძარს ინდონეზიაში 40 ადამიანი ემსხვერპლა - მთავრობამ არ იცის რამდენი პატიმარი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე

ინდონეზიაში ხანძრის შედეგად 40 ადამიანი გარდაიცვალა. ცეცხლი ბანტენის პროვინციის ერთ-ერთ ციხეში გაჩნდა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შემთხვევის დროს ხანძრის ზონაში.

მთავრობის განცხადებით, ტანგერანგის ციხე 600 პატიმარზეა გათვლილი, სასჯელს კი 2 ათასი პატიმარი იხდის. როგორც სამართალდამცველები ამბობენ, ხანძარი შესაძლოა ელექტროენერგიის გაუმართაობას გამოეწვია. ზუსტი მიზეზის დასადგენად კი მიმდინარეობს გამოძიება.

 

დღის ამბები