08 დეკემბერი 2021,   20:14
ვრცლად
ავღანეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა - სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელი "თალიბანის" 60 წლის ლიდერი იქნება

ავღანეთში მთავრობის ახალი შემადგენლობა დასახელდა. როგორც ცნობილია, სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელი "თალიბანის" 60 წლის ლიდერი მულა ჰაიბატულა ახუნზადაა.

პრემიერმინისტრის პოსტს მულაჰ ჰასან ახუნდი დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ ახალი პრემიერმინისტრი წლების განმავლობაში "თალიბანის" მოძრაობის მმართველი საბჭოს ლიდერი იყო. თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი "თალიბანის" დამფუძნებლის შვილი ინიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში სირაჯუდინ ჰაქანი ჩაუდგება, რომელზეც შტატების ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ძებნა აქვს გამოცხადებული. დაზვერვის მინისტრად კი აბდულ ხაკ ვასიკი დაინიშნა, რომელიც 12 წლის განმავლობაში გუანტანამოს ციხეში იმყოფებოდა.

 

დღის ამბები