08 დეკემბერი 2021,   20:14
ვრცლად
მაკედონიაში კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მსხვერპლი მოჰყვა ხანძარს მაკედონიაში. კოვიდპაციენტებისთვის განკუთვნილ საავადმყოფოში ხანძრის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ შესაძლოა გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა დაახლოებით ერთ საათში შეძლეს. ხანძარი, სავარაუდოდ, აფეთქებამ გამოიწვია. დეტალების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები