08 დეკემბერი 2021,   20:28
ვრცლად
ინდოეთში ორი გემს შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა - მაშველები ჩაძირულ ხომალდზე მყოფ ათობით პირს ამ დრომდე ეძებენ

ერთი ადამიანი დაიღუპა ინდოეთში გემის ჩაძირვის შედეგად. ამ დრომდე ეძებენ ათობით დაკარგულს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა.

მდინარეში მცურავი ორი გემი, რომლებსაც საერთო ჯამში 120 ადამიანი გადაჰყავდა ერთმანეთს შეეჯახა. მაშველებმა 42 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი და გარდაცვლილების ოჯახს მიუსამძიმრა.

დღის ამბები