08 დეკემბერი 2021,   20:57
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 223 მილიონს აჭარბებს - ჯანდაცვის ექსპერტები საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებენ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 223 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4 მილიონს აღემატება.

მსოფლიოში შეშფოთებას კვლავ სწრაფად გადამდები "დელტა" შტამი იწვევს. ყოველდღიურად მატულობს ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში. განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მისისიპის შტატშია, სადაც სხვა შტატებთან შედარებით ვაქცინაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია.

ჯანდაცვის ექსპერტები საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებენ. ბრიუსელში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად კაფეებში, რესტრონებსა და საჯარო სივრცეებში შესასვლელად საზოგადოებას კოვიდ-პასპორტებს მოსთხოვენ.

ვირუსის გავრცელების მე-4 ტალღის ზღვარზეა გერმანია, რის გამოც საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. გერმანიაში გაზრდილი ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არავაქცინირებულ ადამიანებს უკავშირდება.

დღის ამბები