08 დეკემბერი 2021,   10:46
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილმა პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხი განიხილა

პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ამ ქვეყნის ტურიზმის სახელმწიფო მდივანს და ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში.

"აქცენტი გაკეთდა ორი მთავარი მიმართულებით, პირველი, ეს ეხება პირდაპირი რეისების არსებობას პორტუგალიასა და საქართველოს შორის. ორივე მხარე შევთანხმდით, რომ შესაბამის მხარდაჭერას გამოვუცხადებთ ავიაკომპანიას, რომელიც პირდაპირ რეისებს პოტენციურად შეასრულებს, ეს, რა თქმა უნდა, გააძლიერებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორებს ორივე ქვეყანაში, ხოლო მეორე მიმართულება, ეს ეხება განათლებასა და პროფესიულ განათლებას ტურიზმში." - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები