08 დეკემბერი 2021,   20:59
ვრცლად
ავღანეთიდან ევაკუირებულ პირებს ​აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტში შესაძლო საფრთხედ მიიჩნევენ

შეერთებული შტატების უსაფრთხოების დეპარტამენტში, ავღანეთიდან ევაკუირებულ პირებს შესაძლო საფრთხედ მიიჩნევენ.

"ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, რამდენიმე ათეული ადგილობრივი ე.წ საეჭვო სიაში მათი წარსულის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა.

ამ დროისთვის შტატებში 60 ათასი ავღანელია ევაკუირებული. საეჭვო პირებად მიჩნეული პირების ნაწილ საიმიგრაციო სამსახურებში გააგზავნეს, ნაწილი ევროპის და ახლო აღმოსავლეთის სატრანზიტო პუნქტებში უკან გააბრუნეს.

დღის ამბები