08 დეკემბერი 2021,   19:53
ვრცლად
11 სექტემბერს დაღუპული თაობა გახდა მიზეზი, პასუხი გაგვეცა ტერორისტებისთვის - აშშ-ს პრეზიდენტი

"მსოფლიო ვეღარასდროს იქნება ისეთი როგორიც დღემდე იყო," - ეს არის სიტყვები, რომელიც ითქვა ზუსტად 20 წლის წინ და ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლიან ტერაქტს დაუკავშირდა - დღეს 11 სექტემბრის თარიღია. ამერიკაში და მთელს მსოფლიოში იხსენებენ 3 000-ზე მეტ დაღუპულს და ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც "ალ ქაიდას" 16 ტერორისტის მიერ 4 კომერციული თვითმფრინავის გატაცებით დაიწყო და ცათამბჯენებზე შეჯახებით გაგრძელდა.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკელ ხალხს ამ ტრაგედიამ ეროვნული ერთიანობის ჭეშმარიტი განცდა, სიმტკიცისა და ტკივილის დაძლევის უნარი დაანახა.

"ყოველ 11 სექტემბერს მახსენდება ჩემი მეგობარი დეივისი, რომელთან ერთადაც დელავერში გავიზარდე. ზუსტად ამ დღეს, 20 წლის წინ, მისი ოჯახი ყველაზე უმცროსი წევრის ტედის გარდაცვალების წლის თავს იხსენებდა, უფროს დევისს კი ამ დროს ახალ სამსახურში მე-6 დღე ჰქონდა მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის სამხრეთის ცათამბჯენის 104-ე სართულზე.

ამ ტრაგედიიდან დავინახეთ იშვიათი რამ, ეს არის ჭეშმარიტი განცდა ეროვნული ერთიანობის, სიმტკიცისა და ტკივილის დაძლევის უნარი.

იმედი მაქვს, რომ უკვე20 წლის შემდეგ თქვენს დანაკარგებს ღიმილიანი სახით იხსენებთ. 11 სექტემბერს დაღუპული თაობა გახდა მიზეზი იმისა, რომ პასუხი გაგვეცა ტერორისტებისთვის. ვაჩვენეთ, რომ მათ, ვინც ამერიკელებს ზიანს მიაყენებს ვიპოვით და პასუხს ვაგებინებთ.

ჩვენ დავინახეთ, რომ ერთიანობა არის ყველაზე მთავარი რამ, რაც არ უნდა დავკარგოთ. ერთიანობა გვეხმარება ვიყოთ ის, ვინც ვართ. მსოფლიოს ისტორიაში ჩვენ უნიკალურები ვართ, რადგან ჩვენ ერთადერთი ერი ვართ, რომელიც ეფუძნება თანასწორობის იდეას," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები