30 ნოემბერი 2021,   10:27
ვრცლად
აშშ-ს, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ხვალ შეხვედრის გამართვას გეგმავენ

შეერთებული შტატების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით შეხვედრის გამართვას გეგმავენ. ოფიციალური პირები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღების და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების საკითხებს განიხილავენ.

სამი ქვეყანა სიღრმისეულ დისკუსიას გამართავს იმის შესახებ, თუ როგორ შეუწყოს ხელი თანამშრომლობას კორეის ნახევარკუნძულზე, სიტუაციის სტაბილურად მართვასა და სამშვიდობო პროცესების განახლებას.

შეხვედრა მომდევნო კვირას ტოკიოში გაიმართება.

დღის ამბები