08 დეკემბერი 2021,   19:25
ვრცლად
20 წელი ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი ტერაქტიდან, რომელმაც მსოფლიო შეცვალა - შტატებში 9/11-ის მოვლენებს იხსენებენ

2001 წლის 11 სექტემბერი - ამ დღეს ითქვა, რომ მსოფლიო აღარასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო მანამდე.

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი ტერაქტის შემდეგ, დღეს ზუსტად 20 წელი გავიდა. ამერიკა და მსოფლიო იხსენებს მოვლენებს, რომელიც "ალ ქაიდას" 16 მებრძოლის მიერ 4 კომერციული თვითმფრინავის გატაცებით დაიწყო და ცათამბჯენებზე შეჯახებით გაგრძელდა. ტერაქტმა 2977 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

"20 წლის წინ მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიაზე სისხლიანი თავდასხმით, ისინი შეეცადნენ თავს დასხმოდნენ თავისუფალ ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით. ღია საზოგადოებებს, რომელსაც ტერორისტები ვერ იტანენ, ჩვენ კი განსაკუთრებით ვაფასებთ. 20 წლის პერსპექტივიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი დამარცხდნენ დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ ჩვენი რწმენის შერყევაში, დამარცხდნენ ერების გაყოფის საქმეში. ის რომ დღეს ერთად ვდგავართ ამის ნათელი მაგალითია,"- აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კვლავ ნიუ-იორკია, სადაც მემორიალური ღონისძიების ფარგლებში, ამერიკის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ერთად შეიკრიბნენ.

 

დღის ამბები