08 დეკემბერი 2021,   20:04
ვრცლად
ვისთვის ხდება აშშ-ში ვაქცინაცია სავალდებულო - როგორ განაგრძნობს ცირკულირებას COVID -19 ექსპერტების მოსაზრებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის მუტაციების ფონზე შესაძლოა COVID-19-მა გრიპის ვირუსის მსგავსად განაგრძოს ცირკულირება. მსოფლიოში ვირუსის სწრაფად გავრცელება კი კვლავ "დელტა" შტამს უკავშირდება.

სახელმწიფოები საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. ჯო ბაიდენის განკარგულებით, ფედერალური უწყების თანამშრომლებისთვის იმუნიზაცია სავალდებულო გახდება. შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევის მიხედვით, არავაქცინირებულ ადამიანებში გარდაცვალების მაჩვენებელი 11 ჯერ უფრო მაღალია

ვაქცინაცია საჯარო მოხელეების გარკვეული კატეგორიისთვის შესაძლოა სავალდებულო გახდეს სლოვენიაშიც. ქვეყანაში იმუნიზაციას ახალი ლოკდაუნის პრევენციის საშუალებად მოიხსენიებენ.

ინფიცირების შემთხვევები მზარდია გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაშიც. ბრიტანელი ჯანდაცვის ექსპერტები ხელისუფლებას მოზარდების აცრისკენ მოუწოდებენ.

 

ავტორი: თიკო ცერცვაძე

დღის ამბები