08 დეკემბერი 2021,   20:43
ვრცლად
სოციალურ ქსელში თქვენი სტატუსის ქვეშ დატოვებული სხვისი კომენტარი, შესაძლოა, თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ - ევროსასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება

სად გადის ზღვარი სიძულვილის ენასა და თავისუფალ აზრს შორის - პასუხი ამ კითხვაზე კიდევ უფრო ბუნდოვანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდა. სტრასბურგმა ფრანგი პოლიტიკოსი, მისი facebook სტატუსის ქვეშ დატოვებული სხვა ადამიანების კომენტარების გამო გაამტყუნა.

შინაარსი დისკრიმინაციული იყო, საჯარო პირს კი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომენტარები უნდა წაეშალა. თავად პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამით სხვისი აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდა.

მსოფლიოში, ჯერჯერობით, არ არსებობს მოდელი, რომელიც მსგავსი შინაარსის დავებს დაარეგულირებს. შესაძლოა, ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება პრეცედენტი გახდეს.

დღის ამბები