30 ნოემბერი 2021,   10:01
ვრცლად
ლექტორები ფარდის მიღმა და ახალი დრესკოდი - "თალიბანი" ავღანეთში ქალებისთვის ახალ შემზღუდავ წესებს აანონსებს

"თალიბანი" ავღანეთში ქალებისთვის სწავლის ახალ წესებს აანონსებს.

ქალებს აეკრძალებათ კაცებთან ერთად განათლების მიღება, დაწესდება ახალი დრესკოდი და გადაიხედება სასწავლო პროგრამა. ქალ სტუდენტებს ლექციებს მხოლოდ ქალი ლექტორები წაუკითხავენ. საკმარისი ლექტორების არ არსებობის შემთხვევაში კი კაცი ლექტორები ლექციებს ფარდის მიღმა გაუძღვებიან.

ახალი შეზღუდვები შეეხება სკოლებსაც, სადაც გოგონებს და ბიჭებს ცალ-ცალკე ასწავლიან.

 

დღის ამბები