30 ნოემბერი 2021,   10:23
ვრცლად
შემოდგომა-ზამთრის გადასატანად კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა დავარწმუნოთ, აიცრან - ანგელა მერკელი

225 მილიონს გადააჭარბა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა. "დელტა" შტამის გამო მაღალია ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკა შეერთებულ შტატებში, რის გამოც საავადმყოფოებში გადატვირთულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. ვაშინგტონის შტატში დღეიდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

რეგულაციები წესდება ჩინეთის სამხრეთ ნაწილშიც, სადაც დაიხურა გასართობი დაწესებულებები. დიდ ბრიტანეთში საზოგადოებისთვის თვის ბოლოდან "ბუსტერ" დოზების შეთავაზებას გეგმავენ, ფინეთში კი, კოვიდვაქცინის გამოცდას 6 თვის ზემოთ ბავშვებზე აპირებენ.

მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი.

"არასდროს ყოფილა ვაქცინაცია ასეთი იოლი, სწრაფი. შემოდგომისა და ზამთრის გადასატანად კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა დავარწმუნოთ, აიცრან. გთხოვთ, დაიცვათ საკუთარი თავი და სხვა ადამიანები, აიცერით. კარგია, რომ გერმანიაში მოსახლეობის 62% უკვე სრულადაა ვაქცინირებული, თუმცა დაინფიცირების შემთხვევები იზრდება. ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმრავლესობა არავაქცინირებულია," - განაცხადა მერკელმა.

დღის ამბები