30 ნოემბერი 2021,   10:11
ვრცლად
საქართველოსა და რუმინეთს შორის "გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები" ჩატარდა

რუმინეთში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა. ქალაქ ბრაშოვში რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში "გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები" ჩატარდა.

წვრთნების ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა საპარაშუტო მომზადება გაიარეს, რომელიც 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საპარაშუტე პროგრამა რუმინელ პარტნიორებთან ერთად უკვე მეორედ განხორციელდა.

 

დღის ამბები