30 ნოემბერი 2021,   10:44
ვრცლად
საზარელი ავარია თურქეთში - ტურისტებისა და სკოლის მოსწავლეების ავტობუსების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და 49 დაშავდა ავარიის შედეგად თურქეთში.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ტურისტების ავტობუსი და სკოლის მოსწავლეებით სავსე მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა და ამოტრიალდა.

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულებს შორის უკრაინელი ტურისტები, მოსწავლეები და სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს იძიებს.

დღის ამბები