17 სექტემბერი 2021,   23:53
ვრცლად
სოციალურ ქსელში დაწყებული დაპირისპირება - სამი არასრულწლოვნის დაჭრის მიზეზად მუსიკალურ ჟანრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა სახელდება

განსხვავებული გემოვნების გამო დაწყებული ჩხუბი, სამი არასრულწლოვნის დაჭრით დასრულდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სადგურის მოედანზე მოხდა.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაპირისპირება ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მოხდა. კონფლიქტის მიზეზი - მუსიკალურ ჟანრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გახდა. 

"დავინახე დასისხლიანებული ბავშვები. სამივე ბავშვს სისხლი ჰქონდა ხელებზე, მაგრამ მაგათი იყო თუ იმ ბიჭის, რომელსაც მუცელში შეარჭვეს სპიცი, არ ვიცი,"- ყვება "კურიერთან" ერთ-ერთი თვითმხილველი. 

"სასწრაფო სამედიცინო დახმარება 112-ის მიერ სამი არასრულწლოვანია შემოყვანილი, 15, 15 და 13 წლის ბიჭები, ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების საფუძველზეა მიღებული. ამ ეტაპზე ჭრილობები შეფასდა როგორც ზედაპირული და ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებენ. პირველადი დახმარება გაწეიათ გადაუდებელ დეპარტამენტში და შემდგომი მონიტორინგის და კვლევის მიზნით,  დაკვირვებას გააგრძელებენ სტაციონარში,"- აცხადებს ექიმი. 

ავტორი: ავთო გვასალია

დღის ამბები