17 სექტემბერი 2021,   23:21
ვრცლად
"კრიმინალი, ქვეყნის გამყიდველი და მრუში ხარ" - ჭყონდიდის ეპარქიის მღვდლები მეუფე სტეფანეს დაუპირისპირდნენ

ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ ხმაურია - სასულიერო პირები ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების ვიდეო ბალდის მონასტრის მრევლის Facebook გვერდზე გავრცელდა.

"კრიმინალი, ქვეყნის გამყიდველი და მრუში ხარ" - ამ სიტყვებით მიმართა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მეუფე სტეფანეს. მათ მიტროპოლიტ​თან კითხვები გავრცელებულ სავარაუდო ახალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

თავის მხრივ, მეუფე სტეფანემ მღვდლებს კრიმინალები უწოდა, - "როგორ მოგექცეთ თქვენ, როგორც ბერებს, თუ კრიმინალებს".

დღის ამბები