17 სექტემბერი 2021,   22:23
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია იმერეთში კანდიდატების წარდგენას აგრძელებს

გაერთიანებული ოპოზიცია იმერეთში კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები, ამჯერად სამტრედიაში წარადგინეს.

მერობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ბიბილეიშვილი იბრძოლებს. მისი თქმით, მსგავსად სხვა რაიონებისა, სამტრედიაშიც მთავარი გამოწვევა სიღარიბე და უმუშევრობაა.

ბიბილეიშვილის თქმით, პრობლემების მოგვარების ნაცვლად, "ქართულმა ოცნებამ" სამტრედიაში არჩევნების გაყალბება და მოსახლეობაზე ზეწოლა დაიწყო.

დღის ამბები