17 სექტემბერი 2021,   22:55
ვრცლად
ხმაური კულტურის კომიტეტზე - თეა წულუკიანს პარლამენტში იბარებენ

ხმაური იყო კულტურის კომიტეტზე, სადაც დეპუტატები, მესამე სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ხელოვნების მუზეუმის რესტავრაციისა და სამუზეუმო ექსპონატების ექსპლუატაციის გეგმის გასაჯაროების შესახებ, პეტიციით კულტურის სამინისტროს მიმართავდნენ.

საინიციატივო ჯგუფი მოითხოვს, რომ მუზეუმთან დაკავშირებული პროცესები, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და მუზეუმში დაცული ძეგლების მნიშვნელობიდან გამომდინარე ღია და საჯარო იყოს.

ისინი მოითხოვენ გამკაცრდეს კონტროლი საკანონმდებლო ორგანოს მიერ და პარლამენტში თეა წულუკიანს იბარებენ. 

პეტიციიის მოთხოვნებს შორისაა პროცესებიდან არასათანადო კვალიფიკაციის მქონე პირების ჩამოშორება.

უმრავლესობის განცხადებით, პარლამენტმა პეტიცია კულტურის სამინისტროს უკვე გადაუგზავნა.

დღის ამბები