17 სექტემბერი 2021,   23:58
ვრცლად
ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოიშალა - ადგილობრივები მომხდარს მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობას უკავშირებენ

ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოიშალა. მომხდარს რომის 13 ნომერში მცხოვრებლები მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობას უკავშირებენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათი საცხოვრებლის გამაგრების გარეშე მშენებლობის დაწყებით, სამშენებლო კომპანიამ მანამდე არსებული შეთანხმება დაარღვია.

თავად კომპანიაში კი ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა. რამდენად სახიფათოა ავარიულ შენობაში ცხოვრება - ექსპერტები უკვე დასკვნაზე მუშაობენ.

ადგილობრივი გამგეობა მზად არის, სურვილის შემთხვევაში, მოსახლეობას დროებითი საცხოვრებელი შესთავაზოს.

რომის 13 ნომერში სულ 22 ოჯახი ცხოვრობს.

დღის ამბები