09 დეკემბერი 2021,   14:55
ვრცლად
პროკურატურაში ფარული ჩანაწერების საქმეზე ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის გამოკითხვა მიმდინარეობს

პროკურატურაში უკვე ერთი საათია ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის გამოკითხვა მიმდინარეობს. სამართალდამცავებს ჟურნალისტებთან კითხვები  მედიაში გავრცელებულ ფარულ ფაილებთან დაკავშირებით აქვთ.

პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. 

"პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლა სთხოვეს ქეთი ნადიბაიძეს და მარტა ქურასბედიანს, რომლებმაც "ფორმულაზე" პირველად გააშუქეს სუსიდან გამოჟონილი ინფორმაცია. ჩვენ ამ ფარგლებში ვართ ღია და მოწოდებული ვართ, რომ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან," - აცხადებს ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

"ფორმულას" ჟურნალისტი აცხადებს, რომ მოწმის სტატუსით სწორედ ამ თემის გაშუქების გამო დაიბარეს.

"სავარაუდოდ, როგორც დამრჩა შთაბეჭდილება, დაბარებული ვარ მოწმის სტატუსით იმიტომ, რომ ბოლო სამი დღეა, რაც ეს მასალები გასაჯაროვდა, ვაშუქებ ამ თემას, "ფორმულა"აქტიურად აშუქებს ამ თემას და ვეცნობი ამ მასალებს, ვფილტრავთ, ვაწვდით საზოგადოებას," - განაცხადა ჟურნალისტმა ქეთი ნადიბაიძემ.

დღის ამბები