22 ოქტომბერი 2021,   23:14
ვრცლად
ჩემთვის მიუღებელია პროვოკაციული მივარდნებიც და ძალადობაც - პრემიერი ქარელის ინიცდენტზე

მედიის წარმომადგენლებმა პრემიერს ქარელში მომხდარ ინციდენტზე ჰკითხეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელია როგორც პროვოკაციული მივარდნები, ისე ძალადობის შემთხვევები.

"მე ვუერთდები ირაკლი კობახიძის მოწოდებას ჩვენი პარტიისადმი, რომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, ვინაიდან ვიცით, რომ ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველაფერზე მიდიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ რამენაირად ეს მშვიდი საარჩევნო გარემო და პროცესი დააზიანონ.

რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია პროვოკაციული მივარდნებიც, ძალადობაც მიუღებელია ჩემთვის, პროვოკაციული შეკითხვებიც მიუღებელია, მაგრამ ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველამ ერთად უნდა ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას, უნდა დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, არჩევნები მშვიდად უნდა ჩავატაროთ და შემდეგი სამი წელი უნდა იყოს აღმშენებლობის და პროგრესის წლები,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები