22 ოქტომბერი 2021,   23:55
ვრცლად
გლდანში დამეწყრილი უბანი გამაგრდა - შეშელიძის ქუჩაზე გადაადგილება უკვე უსაფრთხოა

გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბანი გამაგრდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი მოეწყო. ფერდზე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, რომელის საშუალებით ფერდის მდგრადობა 5 წლის განმავლობაში გაკონტროლდება.

დასრულებული სამუშაოები ქალაქის მერმა კახი კალაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხოა. 

დღის ამბები