22 ოქტომბერი 2021,   23:27
ვრცლად
პრემიერი სრულად ვაქცინირებულია - ირაკლი ღარიბაშვილი მე-2 დოზით აიცრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია
მთავრობის მეთაური Pfizer-ის მე-2 დოზით დღეს აიცრა. 

ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინების უსაფრთხოებას, ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიის დამარცხების პროცესში და მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

დღის ამბები