22 ოქტომბერი 2021,   23:17
ვრცლად
მარტვილში ავეჯის საწარმო იწვის

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალერში ხის გადამამუშავებელ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. 

ამავე საწარმოში ხის ავეჯსაც ამზადებენ. როგორც ცნობილია ქარხანა ადგილობრივ პირს ეკუთვნის.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.  

დღის ამბები